თეგებით ძიება

ყველაზე ნაკლები კავშირი გვაქვს რუსეთთან და დიპლომატიური ურთიერთობაც კი გაწყვეტილი გვაქვს - შალვა პაპუაშვილი

ყველაზე ნაკლები კავშირი გვაქვს რუსეთთან და დიპლომატიური ურთიერთობაც კი გაწყვეტილი გვაქვს, საერთოდ რაზე არის საუბარი? - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

პაპუაშვილმა შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაც, რომელიც საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ეხებოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობის კუთხით არაფერი არ შეცვლილა და 2020-2021 წლებთან შედარება არარელევანტურია, რადგან აღნიშნულ პერიოდში მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები მოქმედებდა.

„საქართველო შეიძლება სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად დამოკიდებული ქვეყანაც იყოს, ენერგეტიკის კუთხით ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლები დამოკიდებულება გვაქვს რუსულ ბაზარზე, ასევე ყველაზე ნაკლები კავშირი გვაქვს რუსეთთან და დიპლომატიური ურთიერთობაც კი გაწყვეტილი გვაქვს, საერთოდ რაზე არის საუბარი?

არაფერი არ შეცვლილა არც რაოდენობაში შემოსვლის კუთხით და არც ვიზებთან დაკავშირებით, 2020-2021 წლებთან შედარება რომ ხდება, ეს არარელევანტურია. იმ დროს პანდემია იყო და საერთოდ სხვანაირად ხდებოდა გადაადგილება მსოფლიოში, ამიტომ არაფერი განსაკუთრებული არ არის. ეს კამპანია გადაიზარდა ქსენოფობიაში და მიკვირს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ამაში ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. კვლევების მიხედვით, რუსეთიდან საქართველოში ჩამოდიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავლები. ეს არის საშუალო ფენა, რომელიც წამოვიდა რუსეთიდან იმიტომ, რომ სურთ სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა