თეგებით ძიება
03. 08. 2022 მსოფლიო

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური მხარის დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის გამო, კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო.

ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა საკონტაქტო ხაზის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთზე უპილოტო მოიერიშე საფრენის აპარატი გამოიყენეს, რის შედეგადაც ე.წ. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალების ერთი სამხედრო მოსამსახურე სასიკვდილოდ დაიჭრა.

მედიის ცნობით, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სომხეთის 8 სამხედრო მოსამსახურემ. მანამდე თავდაცვის უწყება 7 დაჭრილის შესახებ იტყობინებოდა.

ყარაბაღში სროლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხური მედიაც, რომლის მიხედვით, აზერბაიჯანულმა სამხედრო დანაყოფებმა, 3 აგვისტოს დილიდან დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ყარაბაღის დაცვის არმიის წინააღმდეგ ყუმბარმტყორცნები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.

მათივე ცნობით, შეტაკების შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა