თეგებით ძიება
04. 08. 2022 მსოფლიო

უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა.

"ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ვრცელდება ინფორმაცია კონფლიქტური სიტუაციებისა და სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებში არსებული საფრთხეების შესახებ, იქნება ეს ბალკანეთი, ტაივანი თუ სამხრეთ კავკასია. ყველა ეს სიტუაცია განსხვავებულად გამოიყურება, თუმცა მათ ერთი ფაქტორი აერთიანებს, სახელწოდებით: უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა.

მას რომ ემუშავა, არ იქნებოდა ყველა ეს კონფლიქტი და ეს არის ის, რაზედაც უკრაინა ყურადღებას არა მხოლოდ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 161 დღეს, არამედ წლებია ამახვილებს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა