7 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 14 წლის ბიჭი ციხიდან გამოუშვეს - გოგონას ოჯახი დახმარებას ითხოვს
სასამართლომ 7 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლდა.
4 წლის ბიჭს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. არასწურლოვანმა ციხე 35 ათას ლარის გადახდის შემდეგ დატოვა.
გოგონას ოჯახი დახმარებას ითხოვს, რადგან პატიმრობიდან გათავისუფლებული ბიჭი მათი მეზობელია. ძალადობის მსხვერპლი გოგონას მდგომარეობა ახლაც მძიმეა. ის უკვე ერთი თვეა, ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშაა.
მე ადამიანურად მესმის, რომ ის 14 წლის ბავშვია და სამუდამო ციხისთვის ცოდოა, თუმცა ჩემი შვილის სიცოცხლე ახლა საფრთხეშია. გამუდმებით ტირის, გარეთ ვერ გადის, დამოუკიდებლად საპირფარეშოშიც კი ვერ შედის. მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. წარმოგიდეგინათ, მან რომ ისევ დაინახოს მოძალადე, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ქუჩაშ, რა მოუვა. ბიჭსაც სჭირდება დახმარება, რადგან როდესაც 14 წლის მოზარდი 8 წლის ბავშვს უკეთებს მსგავს საზარელ რამეს, თავად სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბავშვის ოჯახი აგრძელებს ჩვენზე ზეწოლას, ავრცელებს ხმებს, რომ თითქოს დამნშავე ჩემი შვილია, ცხადია, პოზიციას ვერ შევიცვლი. გულწრფელად რომ მოეხადათ ბოდიში, ალბათ სხვანაირი მიდგომა მექნებოდა. მას სახლიდან გარეთ გამოსვლა უნდა აეკრძალოს. საფრთხეშია ჩემი 7 წლის შვილი" - აცხადებს 7 წლის გგონას დედა.
7 წლის გოგონას დედა ამბობს, რომ 14 წლის ბიჭის წინააღმეგ ყევლა მტკიცებულება არსებობს, თუმცა დამნშავის ოჯახი მაინც ამტკიცებს, რომ ის უდანაშაულოა.
საზარელი შემთხვევა სამეგრელოში თვენახვრის წინ მოხდა. გამოძიება საქმეზე არ დასრულებულა. თუ 14 წლის ბიჭს ბრალი დაუმტკიცდება, მას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდება.