თეგებით ძიება

"ვის უნდა ვუთხრათ? მოსამართლეს დავურეკოთ და ვუთხრათ, რომ მოდი რა, გადაუვადე რა, თუ ძმა ხარ?" - გია ვოლსკი სააკაშვილზე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ "პალიტრანიუსის“ ეთერში, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ვის უნდა ვუთხრათ? მოსამართლეს დავურეკოთ და ვუთხრათ, რომ მოდი რა, გადაუვადე რა, თუ ძმა ხარ? „ქართულ ოცნებას“ ეკითხებიან სააკაშვილის ციხიდან გაშვებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ხართ თუ არა, ანუ თქვენი თავის ილუსტრაციას მოახდენთ თუ არა, რომ თქვენ მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღება უკარნახოთო. ეგ გამორიცხული თემაა. ვერანაირ გავლენას სასამართლოზე ჩვენ ვერ მოვახდენთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა