თეგებით ძიება
04. 08. 2022 მსოფლიო

ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ჩინეთმა, ტაივანის გარშემო დაიწყო მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომლის ფარგლებშიც ტაივანის ყურეში სამხედრო სროლები წარმატებით განახორციელა.

ჩინეთმა ტაივანის გარშემო მდებარე ზღვებში თავის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნების ჩატარების გადაწყვეტილება ტაივანში ამერიკელი პოლიტიკოსის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ მიიღო.

სამხედრო წვრთნები რამდენიმე ადგილზე ტარდება, კუნძულიდან 12 მილის მანძილზე. ცნობილია, რომ გამოიყენებენ შორ მანძილზე მოქმედ საბრძოლო მასალას. წვრთნებში როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ძალები მონაწილეობენ.

ტაივანი ჩინეთის მიერ გამართულ მნასშტაბურ წვრთნებს საზღვაო-საჰაერო ბლოკადად აფასებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა