"კოვიდი არსად წასულა" - გიორგი ფხაკაძე სრული მობილიზების საჭიროებაზე საუბრობს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ სიტუაციაზე სოციალურ ქსელში წერს და ვარაუდობს, რომ შემოდგომისთვის სრული მობილიზება იქნება საჭირო.
"ბევრი მეკითხება რატომ უნდა გავიკეთო კოვიდის ვაქცინის ბუსტერი. სამწუხაროდ, 4-5 თვეში ვაქცინის გაკეთებიდან ანტისხეულების რაოდენობა თქვენს ორგანიზმში მცირდება. იმიტომ უნდა გაიკეთოთ კოვიდის ვაქცინის ბუსტერი, რომ იყოთ უფრო დაცული.
ამ გრაფაში არის მკაფიოდ აღწერილი, თუ როგორ მუშაობს კოვიდვაქცინა თქვენს ორგანიზმში და ანტისხეულების რაოდენობა ….. ვაქცინის გაკეთების შემდეგ თქვენი ანტისხეულების მაჩვენებელი იზრდება და პიკს აღწევს 2-4 კვირაში და 5-6 თვეში ჩამოდის ქვევით (დაახლოებით 70%). იმიტომ არის აუცილებლად ბუსტერ ვაქცინა, რომ ანტისხეულების მაჩვენებელი იყოს მაღალი.
კოვიდი არსად არ წასულა და ამ წლის ნოებრისთვის სრული მობილიზება არის საჭირო!
გამგები გაიგებს.
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს გიორგი ფხაკაძე.
#drpkhakadze