თეგებით ძიება

სახალხო დამცველის არჩევის საკითხი იქნება საჯარო და გამჭვირვალე - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მას ნაკლებად აქვს იმედი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი სახალხო დამცველის არჩევის დროს, კონსენსუს მოძებნის, რადგან მათი მიზანი არასდროს ყოფილა შეთანხმება.

„მე ნაკლები იმედი მაქვს, რომ ისინი საერთო კონსენსუსს მოძებნიან. მაგრამ, პარლამენტში ამავდროულად არსებობს საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც ვფიქრობ ობიექტური იქნება. რადიკალური ოპოზიციის მიზანი არ არის შეთანხმება, მისი მიზანი ყოველთვის იყო დათანხმება. ეს არის ყველაზე მიუღებელი, ამას ვარწმუნებდით და ვეუბნებოდით ჩვენს პარტნიორებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არაფერზე არ სურს შეთანხმება. შეთანხმება რომ მოხდეს, მაშინ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, მაშინ უნდა მოხდეს ჯანსაღი კრიტიკა, რაც არ აწყობს სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა