თეგებით ძიება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადადის

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადადის.

"მნიშვნელოვანია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ სამუშაო ჯგუფის მუშაობა პროაქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ბოლო შეხვედრის დროს, ჩვენს ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს ვთხოვეთ, რომ წარმოედგინათ საკუთარი ხედვა, თუნდაც ის კომენტარები უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით, ვინაიდან, დღეს ერთადერთი მოქმედი ვერსია, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს და იძებნება, ეს არის უკრაინული მოდელი, რომელიც ცხადია, თავისი არსით არის საინტერესო, შეიძლება იყოს განხილვა გარკვეული საკითხების, მაგრამ ჩვენ სწორება მიზანშეწონილია რომ უკვე დამტკიცებულ და ძალაში შესულ საკითხთან ავიღოთ“, - ამბობს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტში ხუთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა