თეგებით ძიება

მისვლა-მოსვლა ადამიანების, რომლებიც დანაშაულის ჩასადენად ტანკებით აქ არ მოდიან, მათი შეზღუდვა არასწორი მგონია - იაგო ხვიჩია რუსებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე

"გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია რუსებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ეხმაურება.

"მე არ მეშინია რუსი ტურისტების, მარტივად რომ შევხედოთ, ვფიქრობ, რომ რუსი ტურისტი არ არის საშიში. როცა ვამბობთ რუს ტურისტს და როცა ვამბობთ, რომ ვიზა მოვთხოვოთ ვიღაცას, აქ ხშირ შემთხვევაში ქართველები იგულისხმებიან, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზების გამო რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, სამშობლოში ბრუნდებიან სინამდვილეში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სავიზო რეჟიმის შემოღება კი არა, სადაც არის, იმის გაუქმებაზე უნდა ვიფიქროთ. ისედაც, თუ რამე საფრთხე მომდინარეობს რუსეთის სახელმწიფოსგან და გასაგებია, რომ ეს საფრთხე მომდინარეობს, მას სავიზო რეჟიმით არავინ არ ებრძვის.

სავიზო რეჟიმი სინამდვილეში პუტინის რუსეთს კი არ ეწინააღმდეგება თავისი შინაარსით და მას კი არ ებრძვის, ჩვეულებრივ ადამიანებს, როგორც ქართველებს, ისევ რუსი ეროვნების ადამიანებს, რომლებსაც რა დამოკიდებულება აქვთ პირობითად პუტინის რეჟიმთან დაკავშირებით, ჩვენ შეიძლება არც არასდროს არ ვიცოდეთ. ამიტომ მისვლა-მოსვლა ადამიანების, რომლებიც დანაშაულის ჩასადენად ტანკებით აქ არ მოდიან, ასევე, ქართველების, რომლებიც აქ არის, შეზღუდვა იმით, რომ არ მიიღონ რუსი ტურისტი და არ მოემსახურონ, ეს არასწორი მგონია“, - განაცხადა ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა