თეგებით ძიება

“სად ნახეთ რუბლით ვაჭრობა? აკრძალულია!” - რას ამბობს ირაკლი კობახიძე?

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში რუსლი რუბლით ვაჭრობა აკრძალულია.

“სად ნახეთ რუბლით ვაჭრობა. საქართველოში კანონით არის აკრძალული ნებისმიერი ვალუტის გამოყენება რუბლით დაწყებული და სხვა ვალუტებით გაგრძელებული, როგორც კი ასეთი შემთხვევა იქნება, მაშინვე მოჰყვება ამას კანონის საფუძველზე… როგორც კი დადგინდება ნებისმიერი ფაქტი, მიიტანეთ შესაბამის უწყებაში და იქნება წამიერი რეაგირებ”, - განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა კოტე აფხაზის ქუჩაზე გადაღებული ფოტო, სადაც ეწერა, რომ “ტურისტებისთვის” სამარშუტო ტაქსის მომსახურება 2500 რუბლი ღირს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა