რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
არლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის მობილიზება შეინიშნება.
მანამდე დემონსტრანტებმა დუმილით პატივი მიაგეს დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად, ტრაგიკულად დაღუპული ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის ხსოვნას.
მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.