თეგებით ძიება

მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ჩემს გარ­და არა­ვინ ჰყავ­და და მე ვი­ყა­ვი მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და... - ხუხაშვილი ივანიშვილზე

ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ისაუბრა. მისი თქმით, ივანიშვილისთვის მასთან დაშორება მტკივნეული იყო და ცდილობდა ურთიერთობა შეენარჩუნებინა.

"და­შო­რე­ბის შემ­დეგ კი­დევ მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია. ჩემი წა­მოს­ვლა მის­თვის მტკივ­ნე­უ­ლი იყო, რომ ბო­ლომ­დე ცდი­ლობ­და შე­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნე. ბო­ლოს კა­ტე­გო­რი­უ­ლად რომ ვუ­თხა­რი არა, ამის შემ­დეგ, ჩვე­ნი ერთ-ერთი სა­ერ­თო მე­გობ­რის პი­რით შე­მო­მით­ვა­ლა და ჩა­მიყ­ვა­ნა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ურეკ­ში. იქ კი­დევ შე­ე­ცა­და ჩემ მო­თაფვ­ლას და კონ­კრე­ტულ რა­ღა­ცას მთა­ვა­ზობ­და და მე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი ვუ­თხა­რი. მერე ბევ­რმა თქვა, რომ ვი­თომ გა­მო­მაგ­დო. ნორ­მა­ლუ­რად დავ­შორ­დით, მაგ­რამ მერე, რომ მივ­ხვდი საით მი­დი­ო­და ყვე­ლა­ფე­რი, სის­ტე­მის თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი კრი­ტი­კა და­ვი­წყე. ვცდი­ლობ­დი გა­მოს­წო­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი დე­რე­ფა­ნი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა და ამის ილუ­ზია დღემ­დე მაქვს.

კრი­ტი­კა­ზე თა­ვი­დან რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია. 2018 წელს ემას ეთე­რის შემ­დეგ გამ­წვავ­და სი­ტუ­ა­ცია. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და­ვი­წყეთ ერ­თმა­ნეთ­ში კო­მუ­ნი­კა­ცია. იმე­დი მქონ­და, რომ ქვეყ­ნის შე­მობ­რუ­ნე­ბის წყალ­გამ­ყო­ფი გამ­ხდა­რი­ყო. ვხე­დავ­დი რომ ბი­ძი­ნას ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი სა­ლო­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვთა­ვა­ზობ­დი გეგ­მას, რომ ეს პრო­ცე­სი ნორ­მა­ლუ­რად გა­ევ­ლო, რაც ქვეყ­ნის­თვი­საც კარ­გი იქ­ნე­ბო­და.

თით­ქოს მომ­ყვე­ბო­და, მაგ­რამ რა­ღაც მო­მენ­ტში მე რა­ღაც მკვა­ხედ მივ­წე­რე და იმა­ნაც მკვა­ხედ მი­პა­სუ­ხა. გავ­ბრაზ­დი და შემ­დეგ ემას­თან ვთქვი, რომ ბი­ძი­ნა დამ­თავ­რდა, ლი­დე­რი აღარ არის და მას აღარ აქვს არა­ნა­ი­რი პო­ზი­ტი­უ­რი რე­სურ­სი. მან ჩათ­ვა­ლა, რომ მე წი­თე­ლი ხაზი გა­დავკვე­თე და ალ­ბათ გახ­სოვთ, მისი ორი ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც "ტკბი­ლად“ მო­მიხ­სე­ნია. პი­რა­დად მე დღე­საც არ მაქვს მის მი­მართ არა­ნა­ი­რი ნე­გა­ტი­უ­რი გრძნო­ბა, პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი მახ­სენ­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­ში კი მე ვთვლი, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზი­ა­ნა ქვე­ყა­ნა.

ჩემი მე­უღ­ლე ძა­ლი­ან მწვა­ვედ აღიქ­ვამს უსა­მარ­თლო კრი­ტი­კას ჩემს მი­სა­მარ­თით. ჩემს მი­მართ გა­ის­მო­და ცი­ლის­წა­მე­ბა, რუხი კარ­დი­ნა­ლი, ბიზ­ნე­სე­ბი... ეს კამ­პა­ნია შეკ­ვე­თი­ლი იყო დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. ფაქ­ტე­ბიც მქონ­და და ბი­ძი­ნას და­ვუ­დე, სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უ­ბა­რი შედ­გა. გვარ­სა და სა­ხელს არ ვი­ტყვი, მაგ­რამ ის ადა­მი­ა­ნი დღეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რან­გის ჩი­ნო­სა­ნია, ვინც ეს სი­ბინ­ძუ­რე შე­უკ­ვე­თა თა­ვის დრო­ზე.

ბი­ძი­ნას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამა­ში ჩან­და. მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ჩემს გარ­და არა­ვინ ჰყავ­და და მე ვი­ყა­ვი მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და... ასეთ რა­ღა­ცას ძა­ლი­ან ისე შე­ხე­და, იბ­რძვის, რა მე­თო­დე­ბი­თაც შე­უძ­ლია. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ მე­თო­დე­ბით იბ­რძვის, ჩემ­თვის უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს. მის­თვის ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი აღ­მოჩ­ნდა, ესეც გახ­და, ალ­ბათ ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი, რა­ტო­მაც და­ვი­წყე მის­გან დის­ტან­ცი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა