"პილოტი ჩქარობდა ძალიან..." - გუდაურის ტრაგედიის უცნობი დეტალები საჯაროვდება
სამხედრო ჟურნალისტი, უჩა აბაშიძე გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე ჟურნალისტურ გამოძიებაზე წერს და თვითმხილველის სიტყვებს ციტირებს.
"ჟურნალისტური გამოძიების პატარა შედეგები:
სალამი უჩა, მოკლედ მი-8 ვერტმფრენის ჩამოვარდნის თემას შევეხები, ჯერ ჯერობით საჯაროდ არ ვსაუბრობ არც კომენტარებში, ველდოები რა მოხდება
მოკლედ ადგილზე შევესწარი სიტუაციას
დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა შემთხვევა
შემთხვევიდან ნახევარ საათში დაკიდეს თოკები და პარაპლანის მგზავრიც და პილოტიც რომლებიც კლდეზე იყვნენ დაკიდებულები გადავიყვანეს დაცვაზე რო არ ჩაჩეხილიყვნენ კლდეზე (საკუთარი ძალებით ქნეს ეს იქ ხალხმა და სხვა პარაპლანერისტებმა [ჩემი-შენიშვნა] )
მერე მოვიდა სამაშველო გუდაურის რომელსაც არ ქონდა არც თოკი არც არანაირი აღჭურვილობა
მერე მოვიდა ყაზბეგის სამაშველო ქონდათ რაღაც თოკები მაგრამ არ ქონდათ შესაბამისი აღჭურვილობა
2 საათი ყველა ითხოვდა სამთო საკაცეს და 2 ცალ 200 მეტრიან თოკს რო ამოეყვანათ, რომელიც სამწუხაროდ არ მოიძებნა
პარაპლანის მგზავრს რომ არ ესინჯებოდა პულსი მერე გამოიძახეს ვერტმფრენი
(ასე ვიგებთ რო ვიღაც ჩასული იყო დაშავებულებთან და უშუალოდ კონტაქტირებდა მათთან. [ჩემი-შენიშვნა] უბრალოდ ვერ ამოჰყავდათ, ანუ პირველად სამედიცინო დახმარების გაწევა შეიძლებოდა და მიმდინარეობდა ადგილზე, ალბათ)
ვერტმფრენი იყო სვანეთში პრემიერი ყავდა ჩაყვანილი დააგვიანდა იმაზე მეტი ვიდრე გვითხრეს მოსვლა
(1 ვერტმფრენი რო 7 საქმეს აკეთებს და მერე გვიკვირს პილოტის დაღლა და მეტალის დაღლა ცალკე საკითხია... [ჩემი-შენიშვნა] )
პილოტი ჩქარობდა ძაან, დაშავებულთან დაახლოებით 20 მეტრის თავზე მიფრინდა კლდეებთან როცა შეეძლო მაღლა დაკიდებულიყო და ლებიოტკა დაეშვა მაღლიდან (ამბობენ რო ლებიოდკა 80 მეტრიანი ქონდაო)
მაგრამ რატომღაც ახლოდან მივიდნენ
(ნუ ანუ ხალხს ვიღაცამ ასე აუხსნა რო 20 მეტრზე ჩასვლა ცუდია და რო 80-დანაც შეეძლო, მართლა შეეძლო თუ არა და რატომ გადაწყვიტა პილოტმა ასე - ცალკე საკითხია [ჩემი-შენიშვნა] )
მოკლედ მიწაზე მდგომ მაშველებს არანაირი კონტაქტი არ ჰქონდათ ვერტმფრენთან (რაც მე ვნახე)
კლდეს გამოედო კუდის პროპელერით და მოხდა ის რაც მოხდა (მე ასე დავინახე)
მერე დაიწყო პანიკა როგორც ხალხში ისე სამაშველოში
ბოლოს როგორც იქნა მოვბილიზდით და ისევ სამთო საკაცით ამოსაყვანი გახდა პარაპლანის პილოტი, მგზავრი დაიღუპა ამასობაში
ბოლოს მოვიდნენ 2 კაცი სამთო სამაშველო ვინც თავის თავზე აიღო და როგორც იქნა მოაბეს თავი (სავარაუდოდ ალპინისტებზეა საუბარი [ჩემი-შენიშვნა] )
დანარჩენი რაც მე იქ ვუყურე ელემენტარული კვანძი არ იცოდნენ მანამდე ვინც იყვნენ და ღია კარაბინზე ქონდათ დაცვა აწყობილი
საპატრულო საერთოდ რას აკეთებდა არ იცოდა
ელემენტარული გზა ვერ დაკეტეს და სამედიცინო ჯგუფმა სულ ელემენტარული არ იცოდა დაშავებულთან მოქცევა
მე რასაც ვუყურე, გუდაურის ტრაგედია რაც მოხდა, მენეჯმენტის, ლოჯისტიკის და ორგანიზების ბრალია
არანაირი კომუნიკაცია და გეგმა არ იყო მაგ სამაშველოზე, უბრალოდ ყველა აკეთებდა "რაღაცას", ქაოსში თავისი გადაწყვეტილებით და მივიღეთ ეგ შედეგი
- - - - - - - - - - - -
აქვე დავამატებ, რო სანამ გამოძიება არ დასრულებულა, კომპენსაციების გადახდა - არის არა "კარგი საქციელი", არამედ კორუფცია
იმიტო რო რა იცი რა მოხდა? - იქნებ პილოტის შეცდომაა? იქნებ ნასვამი იყო ნახევარი ეკიპაჟი? - იქნებ ჩხუბი მოხდა ბორტზე? - იქნებ ვინმემ გაჭედა და თავი მოიკლა?
ანუ ამ შემთხვევაში, ყველა ვხვდებით რო ეს ასე არ იყო, მარა არანაირად არ შეიძლება კომპენსაციების დარიგება - გამოძიების სრულად დასრულებამდე
მარშუტკა რო აილეწება - ხო არ შეიძლება მძღოლიან-მგზავრებიანად ყველას ფულადი ანაზღაურება გადასცე, სანამ არ გამოიძიებ რა მოხდა არა?
იგივეა აქაც, და ასეა მთელ პლანეტაზე
და ეს კეთდება არა მარტო იმიტო რო მომავალში სხვა ნასვამი ეკიპაჟები არ წაახალისო (ვიმეორებ ეს არ მომხდარა!!!)
არამედ იმიტო რო წინასწარ ფულის გადახდა, სანამ გამოძიება მიდის - არის ოჯახების მოსყიდვა, ანუ კორუფცია
მთავრობამ იმენა 3 დანაშაული ჩაიდინა 2 დღეში:
1. არ თქვა რო "გამოძიება მიმდინარეობს და მანამდე ხმას არ ამოვიღებთ"
2. მაიხტა პარაპლანერიზმს, ვითომ ტრაგედია - პარაპლანერიზმის ბრალია
3. გასცა კომპენსაციები - გამოძიების დასრულებამდე, რაც გამოძიებას უშლის ხელს პირველ რიგში", - წერს აბაშიძე.
შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 მედიკოსი, მაშველები და პილოტები. ბორტზე მყოფები მიფრინავდნენ პარაპლანისტების დასახმარებლად, რომლებიც კლდეს შეეჯახნენ. ერთ-ერთი პარაპლანისტი, უცხოელი ტურისტი შემთხვევას ემსხვერპლა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ: მაშველები – მფრინავები – ანდრო ქუჯოშვილი, ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე; კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი; სასწრაფოს დახმარების ექიმები – ქეთი გულაგაშვილი, გიორგი ვენეცკი.