უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამშობლოს ღალატშია ეჭვმიტანილი
უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილ იეჟელი სამშობლოს ღალატშია ეჭვმიტანილი.
საქმე ხარკოვის 2010 წლის ხელშეკრულებებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც რუსეთის შეიარაღებული ძალების შავი ზღვის ფლოტის ყოფნა ყირიმში 2042 წლამდე, შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით გაგრძელდა.
ამ საქმეში ბრალდებულია უკრაინის კიდევ ორი მინისტრი.
ცნობისთვის, იეჟელი ამ დროისთვის ბელარუსში ცხოვრობს და ლტოლვილის სტატუსი აქვს.