ევროკავშირმა რუსული ტურიზმი უნდა შეზღუდოს - ფინეთის პრემიერ-მინისტრი
ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინის თქმით, ევროკავშირმა რუსული ტურიზმი უნდა შეზღუდოს.
"როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ, სასტიკ ომს ევროპაში, არასწორია, რომ რუსებს ევროპაში მოგზაურობა და ტურისტებად ყოფნა შეეძლოთ.
ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამ საკითხს ერთად მოაგვარებენ, ვინაიდან ფინეთის საზღვრის გადაკვეთა შენგენის ნებისმიერი ქვეყნის ვიზით არის შესაძლებელი.
მჯერა, რომ ეს საკითხი კიდევ უფრო ინტენსიურად იქნება განხილული ევროსაბჭოს მომდევნო სხდომებზე. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ტურიზმი უნდა შეიზღუდოს“, - განაცხადა მარინმა.