"გარდაიცვალა 8 ადამიანი...რატომ ქმნის ეს ანტივაქსერი მთავრობა გულარხეინობის ატმოსფეროს?" - რომონ გოცირიძე მძიმე ეპიდვითარებაზე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს და ყოველდღიური კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აღდგენას ითხოვს.
"აგვისტოს პირველი კვირის განმავლობაში ქვეყანაში 12 729 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, ანუ საშულოდ დღეში იყო 1818 შემთხვევა. გარდაიცვალა 8 ადამიანი.
რატომ არ აქვეყნებს ჯანდაცვის სამინისტრო ინფიცირების ყოველდღიურ მაჩვენებლებს? რატომ არავინ ამბობს ხელისუფლებაში, რომ კორონავირუსი არსად წასულა? რატომ ქმნის ეს ანტივაქსერი მთავრობა გულარხეინობის ატმოსფეროს? არავის დავიწყნია ის ფაქტი, რომ საქართველოს, მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგი აქვს მსოფლიოში კორონავირუსით სიკვდილიანობის მხრივ და რომ ეს ხელისუფლების დანაშაულია.
დაუყოვნებლივ უნდა აღადგინოს მთავრობამ სტატისტიკური ინფორმაციის ყოველდღიური გამოქვეყნების წესი, რომელსაც გამაფრთხილებელი დანიშნულებაც აქვს", - წერს გოცირიძე.