რუსულმა ვერტმფრენმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
რუსულმა ვერტმფრენმა ესტონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს.
„ესტონეთი მიიჩნევს, რომ ეს არის უკიდურესად სერიოზული და სამწუხარო ინციდენტი, რომელიც სრულიად მიუღებელია“, – აღნიშნეს ესტონეთის საგარეო უწყებაში.