თეგებით ძიება

სააკაშვილი არ შიმშილობს, მას ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს და ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ.

მისივე განმარტებით, ექსპრეზიდენტი იმყოფება არა რეანიმაციულ, არამედ თერაპიულ განყოფილებაში.

"პენიტენციური სამსახური არ იღებს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე. გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელმაც სასჯელი ან უნდა გადაუვადოს ან უნდა გაათავისუფლოს.

მე არ ვარ ექიმი და თავს არ მივცემ უფლებას ვისაუბრო სამედიცინო მანიპულაციაზე და ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს ადამიანი იმყოფება თერაპიულ და არა რეანიმაციულ, ან ინტენსიურ განყოფილებაში. აქედან გარკვეული დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი. ეს ადამიანი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ," - აღნიშნავს რატი ბრეგაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ახლობლები ითხოვენ ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა