ახალციხეში 30 წლამდე კაცს ეძებენ
ახალციხეში მცხოვრებ ახალგაზრდა კაცს დაახლოებით ერთი კვირაა ეძებენ. „სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით დაკარგულ პირს ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეძებენ.
კონკრეტულად, როდის გავიდა სახლიდან და რა მიმართულებით უცნობია. სოფელ საძელში მერის წარმომადგენლის, მარტუნ პეტროსიანის თქმით დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოებში პოლიციაც ჩართულია.
„მისი მოძებნაში პოლიციაც ჩართულია. ეს ბიჭი ახალციხელია, დაახლოებით ერთი კვირაა სოფელ საძლეში, უარველშიც და სხვაგანაც ეძებენ“,- უთხრა „სამხრეთის კარიბჭეს“ მარტუნ პეტროსიანმა.
რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს დილიდან ველოდებით.
ასევე დილიდან ველოდებით პასუხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდანაც, კონკრეტულად, როდის შევიდა ინფორმაცია დაკარგვის შესახებ, რამდენი ჯგუფია ჩართული სამძებრო სამუშაოებში და რა ტერიტორიაზე ეძებენ დაკარგულ ახალგაზრდას.