თეგებით ძიება

ვინ გახდება საქართველოს მომავალი ომბუდსმენი? - სავარაუდო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი, სავარაუდოდ, სოფიო ხორგუანი იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობითვე, ომბუდსმენის პოსტზე ხორგუანის კანდიდატურას მმართველ გუნდს, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" სთავაზობს, რომელსაც პარლამენტში 6 დეპუტატი ჰყავს და თუ უმრავლესობიდან მას მხარდაჭერა ექნება, სოფიო ხორგუანის კანდიდატურა ამ პოსტზე დამტკიცდება.

საერთო ჯამში, ახალი სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. მმართველ გუნდს პარლამენტში 84 დეპუტატის ჰყავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა