მარიამ ჯაში ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნად დაინიშნა
მარიამ ჯაში ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნად დაინიშნა.
მარიამ ჯაში არის ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი, სახელმწიფო ადმინისტრირების საკითხებში; მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე; ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე; სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; გაეროს ბავშვთა ფონდის იმუნიზაციის პროგრამისა და ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლობითი პროგრამების ხელმძღვანელი; გაეროს შიდსის პროგრამის დამოუკიდებელი ექსპერტი; გაეროს ბავშვთა ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტი,; შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტი; მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის პროგრამის განმახორციელებელი ბიუროს კონსულტანტი; UNDP და UNWOMEN-ის კვლევითი პროექტების კონსულტანტი;
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის რანგში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შესრულებული საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების ამოქმედებაში
მედიკოს ქალთა საერთაშორისო ასოციაცია 1919 წელს შეიქმნა, 1954 წლიდან თანამშრომლობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ხოლო 1987 წელს მოიპოვა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსი.