თეგებით ძიება

აფხაზეთის ომიდან 30 წელი გავიდა

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა.

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიისა და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შევიდნენ. გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. აფხაზეთში შესვლიდან რამდენიმე საათში ქართულ ჯარს ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ცეცხლი გაუხსნა. ამის შემდეგ საქართველოს ეროვნული გვარდია სოხუმისკენ დაიძრა.

შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე, 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა. ეს ნიშნავდა, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ უარი თქვა საქართველოს კონსტიტუციაზე. ამ გადაწყვეტილებამ ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ვითარება უკიდურესად დაძაბა. 14 აგვისტოს დაწყებული დაპირისპირება მალევე გადაიზარდა ომში, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა – 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. დაიღუპა და დაიკარგა ასობით ადამიანი. დევნილად იქცა 300 ათასზე მეტი პირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა