„გამოვარდა პრემიერი და გაიძახის - "ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები!" შეიგნეთ თქვე ოჯახქორებო, არ არიან ეგენი ძმები! რატომ იმასხარავებთ თავს?!“ - მამუკა გამყრელიძე
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„გამოვარდა დილიდან პრემიერი და ისევ იგივეს გაიძახის რასაც საქართველოს ყველა პირველი პირი გაიძახოდა - "ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები!"
შეიგნეთ თქვე ოჯახქორებო, რომ არ არიან ეგენი ძმები. არანაირად! თანამოქალაქე უწოდეთ ან თანამემამულე, მაგრამ ძმას, რომ უწოდებთ დაგცინით ის ხალხი! რატომ იმასხარავებთ თავს?!“ - წერს მამუკა გამყრელიძე.
ცნობისთვის, დღეს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 30 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა.
„მე ღრმად მწამს, რომ სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული ჩვენი პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას, რომელიც შექმნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გაძლიერების ყველა პირობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გამოვარდა დილიდან პრემიერი და ისევ იგივეს გაიძახის რასაც საქართველოს ყველა პირველი პირი გაიძახოდა - "ჩვენი აფხაზი და ოსი...Posted by მამუკა გამყრელიძე on Saturday, 13 August 2022