თეგებით ძიება
14. 08. 2022 მსოფლიო

ერევანში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა

ერევანში, „სურმალუს“ სავაჭრო ცენტრში მომხდარ ძლიერ აფეთქებას, წინასწარი მონაცემებით, 1 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შენობა ჯერ კიდევ იწვის და შესაძლოა, იქ კიდევ იმყოფებოდნენ დაშავებულები. არ არის გამორიცხული დაღუპულთა რაოდენობაც გაიზარდოს.

აფეთქება სავაჭრო ცენტრის იმ ნაწილში მოხდა, სადაც პიროტექნიკა ინახებოდა. აფეთქების შედეგად სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო ბრიგადები და მაშველები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა