თეგებით ძიება
15. 08. 2022 COVID - 19

მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა, შემთხვევების პიკი იყოს - რას ამბობს ივანე ჩხაიძე?

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა, შემთხვევების პიკი იყოს.

"კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ივნისთან შედარებით შემცირებულია. თუ გადავხედავთ ევროპის ქვეყნების სტატისტიკას, ეს ტალღა, შეგვიძლია შევაფასოთ როგორც „მეშვიდე ტალღა“, რომელიც ორი თვის განმავლობაში გრძელდება. თუ ჩავთვლით, რომ შემთხვევების მატება ივნისის ბოლოს დაიწყო მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს შემთხვევები შემცირდეს. ვფიქრობთ, მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა, შემთხვევების პიკი იყოს. შემდეგ უკვე აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს. ბოლო 3 კვირა ტემპი შემცირებულია, მაგრამ რა თქმა უნდა, გაზაფხულთან შედარებით ეს ციფრი მაღალია“, - განაცხადა ჩხაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა