თეგებით ძიება

საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ედიტ მედნე დაინიშნა

საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ედიტ მედნე დაინიშნა. ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ტვიტერზე" ავრცელებს.

"წარმოგიდგენთ ლატვიის ახალ ელჩს საქართველოში, ედიტ მედნეს! ის მუშაობდა ირლანდიაში ლატვიის საელჩოში, ევროკავშირში ლატვიის მუდმივ წარმომადგენლობაში, ხელმძღვანელობდა ქონებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტს და დიპლომატიური დაწესებულებების დეპარტამენტს", – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა