თეგებით ძიება

„ჩვენ და ჩვენი მომავალი თაობები ამ სირცხვილს იოლად ვერ ჩამოვირეცხავთ“ - ბექა მინდიაშვილი


თეოლოგი, ბექა მინდიაშვილი უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის შედარებას აკეთებს.

„უკრიანელი ერი, ზელენსკი, მეომრები, - ყველაზე დიდი, მითიური, ლეგენდარული გმირობები თუ შეედრება მათ თავდადებას, - აი, სპარტელების ამბავი, ალბათ. უკრაინელ ერს, უკრაინელ ბავშვებს ეს ყველაფერი უკვე ახლა და საუკენეების განმავლობაში ადამიანობის, ვაჟკაცობის, თავისუფლების, უკრიანისა და მსოფლიოსთვის თავდადების პასუხისმგებლობით, დამსახურებული სიამაყით გამოზრდის და წარმოუდგენლად გააძრიერებს. უკრიანელი საუკუნეებში დაიმკვიდრებს ადგილს როგორც თავისუფლების, გულადობისა და თავგანწირვის ეტალონი, რადგან არავის აქვს მსოფლიოში და მსოფლიოსთვის უზარმაზარი ბოროტების წინააღმდეგ მსგავსი გმირობისა და თავდადების ისტორია. მაგრამ, სადაც უკრაინის გმირობაზე ილაპრაკებენ თაობები, იქ ყველაგან იქნება მოღალატე ქართული ხელისუფლების ამბავიც, ყველა ისტორიაში, ყველა სახელმძღვანელოში, ყველა წიგნსა და სერიალში გაკრთება ქართველი მოღალატე ტურა, ქართველი პუტინისტი ქოცი, შუა ომში უკრაინის მლანძღველი და მთათხველი, უკრაინელების სისხლის ხარჯზე მაყუთის მკეთებელი ნაძირალა... ჩვენ და ჩვენი მომავალი თაობები ამ სირცხვილს იოლად ვერ ჩამოვირეცხავთ. ქოცებმა იმაზე უნდა ილოცონ, რომ საერთოდ დაივიწყოს ისტორიამ მათი სახსენებელი“, - წერს სოციალურ ქსელში ბექა მინდიაშვილი.

უკრიანელი ერი, ზელენსკი, მეომრები, - ყველაზე დიდი, მითიური, ლეგენდარული გმირობები თუ შეედრება მათ თავდადებას, - აი,...Posted by Beka Mindiashvili on Tuesday, 16 August 2022


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა