ქვეყანა, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ უნდა სარგებლობდეს უვიზო რეჟიმით - არჩილ ჩოფიკაშვილი
"ქვეყანა, რომელიც აწარმოებს დაპყრობით ომებს, უვიზო რეჟიმით არ უნდა სარგებლობდეს" - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის "უფლებები საქართველო“ იურისტმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.
"ის ქვეყანა, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და აწარმოებს დაპყრობით ომებს, ამ ქვეყნის მოქალაქეები არ უნდა სარგებლობდნენ უვიზო რეჟიმით, მით უმეტეს, რომ რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულია სავიზო რეჟიმი.
აქედან გამომდინარე, სამართლიანი, ლოგიკური და სწორი იქნება, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებსაც დაუწესდეს ისეთივე სავიზო რეჟიმი, როგორც საქართველოს მოქალაქეებს“, - აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.