გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს ყირიმს არ ეხება - უკრაინის თავდაცვის მინისტრი
"აშშ-ისა და მისი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენება არ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ეხება დროებით ოკუპირებულ ყირიმს" - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ იარაღი, რომელიც მოგვაწოდეს აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა, არ გამოვიყენებთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მაგრამ თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე, მტერი არის, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ასეთი შეზღუდვები“, - განაცხადა რეზნიკოვმა.