"მსოფლიოში წამოვიდა კოვიდის ახალი, ძლიერი ტალღა და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად!" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ეპიდვითარების გაუარესების და მსოფლიოში კოვიდის ახალი, ძლიერი ტალღის დაწყების შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.
"მე გაფრთხილებდით….
პირველებმა იცოდით და იცით, თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოში და საქართველოში…
მსოფლიოში ახალი კოვიდაფეთქება წამოვიდა ზუსტად იმის გამო, რომ პოლიტიკოსები არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ (საქართველო ამის “საუკეთესო” მაგალითია)…
კაცობრიობას აქვს ყველა სათანადო იარაღი, რომ ვაკონტროლოთ ეს ვერაგი ვირუსი, მაგრამ ვართ იქ, სადაც ვართ …
საქართველოს შეუძლია, თავიდან აიცილოს ეს უბედურება, მაგრამ ჯიუტად “ყველასი ერთად” - პოლიტიკოსების, ბიზნესმენების და დიასახლისების დაკვეთით სახელმწიფო გვეუნება: “კოვიდ სიტუაცია შემთხვევების კლებისკენ მიდის”, “კოვიდი აღარ არის”, “ახლა სეზონური გრიპი თუ ვირუსია (შუა ზაფხულში, თვითონაც ვერ ჩამოყალიბდნენ) და “უცნაური ფილტვების ანთებაა” გავრცელებული …
დიახ, მსოფლიოში წამოვიდა კოვიდის ახალი, ძლიერი ტალღა და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად!
და ბოლოს, ვინც ამბობს: “დავიღალეთ”, “ნერვოზი დაგვმართე”, “ფსიქოლოგიურ ზეწოლას ნუ აკეთებ” და ასე შემდეგ, ამ ადამიანებს ვურჩევ, კოვიდით გარდაცვლილთა ოჯახებში პანაშვიდს დაესწარით, არაფერი არ თქვათ, უბრალოდ, დადექით 10 წუთი… საერთოდ, როცა საუბრობთ ან ფიქრობთ ეგეთ რაღაცაზე, გახსოვდეთ, ჩვენ აქ ვსაუბრობთ ადამიანების სიცოცხლეზე!", - წერს გიორგი ფხაკაძე.
#drpkhakadze