თეგებით ძიება

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი ჯგუფის შეხვედრაზე ISFED არ მიიწვია

პარლამენტში დღეს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა იმართება. მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამართლიანი არჩევნები (ISFED) არ მიიწვია.

მიზეზად ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ორგანიზაციის "არანეიტრალურობა" დაასახელა. მისი თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პრემიერმინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა.

მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის კარი "ნებისმიერი ნეიტრალური ორგანიზაციისთვის" ღიაა, ამ ჯგუფის შეხვედრაზე ISFED-ის ჩართულობა კი მათთვის მიუღებელია.

პროტესტის ნიშნად, შეხვედრა საია-ს ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა დატოვა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ISFED-ის წინააღმდეგ ანგარიშსწორებას აპირებს.

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფში საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან 4-4 დეპუტატია ჩართული. კერძოდ, “გირჩის”, “ევროპელი სოციალისტების, “მოქალაქეებისა” და პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა