თეგებით ძიება
18. 08. 2022 მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლვოვში ჩავიდა

მას შემდეგ რაც, რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლვოვში პირველად ჩავიდა.

უკრაინული მედია თურქულ გამოცემა Haberturk-ზე დაყრდნობით წერს, რომ ერდოღანს თან რამდენიმე თურქი მაღალჩინოსანი ახლავს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ფატიჰ დონმეზი, სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი, ვაჰიტ კირიშჩი.

ცნობილია, რომ თურქეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის და გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა