თეგებით ძიება

ზოგჯერ მართლა გოიმებს ისინი ჰგონიათ ხოლმე გოიმები, რომ იღიმიან, გიხსნიან და ცდილობენ განგიმარტონ - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

“ყოველდღე ამტკიცებს ივანიშვილის რეჟიმი, რომ დემოკრატიული ცხოვრების წესი მისთვის მიუღებელია. ის, რაც მის ძალაუფლებას შეარყევს ან დააკარგვინებს მას. ამისთვის ის მზად არის წავიდეს ისეთ ნაბიჯებზე, რასაც მართალი რომ გითხრათ ვერ ვხვდები, რატომ აკეთებენ. ყაველაშვილი როდესაც ასე უსინდისოდ ცილს სწამებს ამერიკის ელჩს, თითქოს ამერიკა გვითრევდა ომში და ბიძინას მოთხოვნებს უყენებდა. ამის არსს მართლა ვერ ვხვდები. ზოგჯერ მართლა გოიმებს ისინი ჰგონიათ ხოლმე გოიმები, რომ იღიმიან, გიხსნიან და ცდილობენ განგიმარტონ. მართლა ვერ ვხვდები რაზეა გათვლა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ რეჟიმმა ხელი აიღო მას შემდეგ, რაც მის ძალაუფლებას სერიოზული საფრთხე დაემუქრა,” – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა