თეგებით ძიება

გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა 7 საათით იკრძალება - რა ინფორმაციას ავრცელებს გზების დეპარტამენტი?

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს გზებზე შეზღუდვებისა და აკრძალვების შესახებ აფრთხილებს.

21 აგვისტოს ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის გზის მე-7 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

"საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ნიუ როუდი“ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სამუშაოთა შესრულების მიზნით, აღნიშნული გზის მე-7 კმ-ზე 2022 წლის 21 აგვისტოს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზების გავლით", - აცხადებენ უწყებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა