თეგებით ძიება

"ნუ უსმენთ ამ სი*ებს და ნუ გეშინიათ, საუბარი და მსჯელობა შეიძლება ყველაფერზე, ამბოხებაზეც და რევოლუციაზეც“ - ზურაბ ჯაფარიძე

პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ფონზე, ამბოხებასა და რევოლუციაზე ფიქრი ნორმალურად მიაჩნია.

"ნუ უსმენთ ამ სი*ებს და ნუ გეშინიათ.

ფიქრი, საუბარი და მსჯელობა შეიძლება ყველაფერზე, შენობების დაკავებაზეც, გზების გადაკეტვაზეც, ამბოხებაზეც და რევოლუციაზეც.

თუ დაფიქრდებით, მიხვდებით რომ ისე დაგაშინეს, ასეთი ფრაზების გონებაში გავლებაც კი გაფრთხობთ ახლაც ამიტომ მორთო გნიასი ერთი ჩატით მართულმა მეძავთა ხროვამ - რომ შეგეშინდეთ.

ქვეყანაში, სადაც ძალაუფლება მიტაცებულია, სადაც არჩევანის უფლება წაგართვეს, სადაც უზურპატორი გაზის თავზე და გიმტკიცებს ჩემი *ლე სალამურიაო, სადაც ყველა გაქცევაზეა, ვისაც არათუ ინტელექტი, არამედ ელემენტარული ინსტინქტები აქვს შერჩენილი, სადაც ვიღაც მონები ჩვენი სახელით ყოველდღიურ რეჟიმში აგინებენ მთავარ მეგობარ ქვეყანას, რომლის მხარდაჭერაზეც დგას ჯერ კიდევ თუ რამე დარჩა ამ ქვეყნის სუვერენიტეტისგან და უსაფრთხოებისგან, აბა რაზე უნდა იფიქრო? აბა რაზე უნდა ილაპარაკო?“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა