თეგებით ძიება

სოსო გოგაშვილზე გული მწყდება. ცუდი არ მინდა მისი ოჯახისთვის - ვახტანგ გომელეური გოგაშვილის ბრალდებებს პასუხობს

ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც, ისე დავახლოვდით. ცუდი არ მინდა მისი ოჯახისთვის , - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილთან დაკავშირებით.

გომელაური მისი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დროს მისი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბრალდებებს პირველად პასუხობს და აბსურდს უწოდებს ბრალდებას მუქარასთან დაკავშირებით.

“სოსო გოგაშვილზე გული მწყდება, 2013 წელი იყო რომ გავიცანი და წამოვიყვანე, ის იყო რიგით თანამდებობაზე, მე მაშინ მოადგილე ვიყავი, ირაკლი ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მას ვთხოვე და ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე.

ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე, თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე. ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც ისე დავახლოვდით და ახლა ის აცხადებს, სამწუხაროდ, თურმე სამი წელი იდგა და აგროვებდა ჩემზე კომპრომატებს, ჩვენს გუნდზე კომპრომატებს.

2018 წელს მოხდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება, რატომ მოხდა, თვითონ კარგად იცის. არაერთხელ დამიცვია გუნდისგან. ახლა არ ვიტყვი.

ყველაზე მეტად გაოცებული მე ვარ. მე არავის არაფერს ვაყვედრი. რაც შემეძლო, ყველაფერი გავუკეთე.

ეს ადამიანი იყო დაბალ თანამდებობაზე, არაფერი არ ჰქონდა, გახდა პირველი მოადგილე და როგორც არის, კარგად იყოს, ცუდი არ მინდა მისი ოჯახისთვის. სადამდეც მიიყვანა მისმა ქმედებებმა კი ვხედავთ”, – ამბობს ვახტანგ გომელაური.

მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას უპასუხებდა სოსო გოგაშვილის ბრალდებას მისი ოჯახის მიმართ მუქარაზე.
“ეს აბსურდია, ტყუილია. არანაირი კავშირი არ შემდგარა, ეს მინდა ვთქვა. მე მიცნობს, მით უმეტეს, მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ, ჩემგან არასდროს არ წასულა ისეთი რაღაც, რომ ოჯახის ამოწყვეტის. ეს ვერ მოხდებოდა”, – თქვა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი გოგაშვილი აცხადებს, რომ მას და მის ოჯახს განადგურებით ემუქრებიან.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, თბილისში სპეცოპერაციით დააკავეს. მას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ედავება. 18 ივლისს სასამართლომ გოგაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა