თეგებით ძიება

„სოციალურად დაუცველის სტატუსიდან მულტიმილიონერამდე...“ - რას წერს გია აბაშიძე სოსო გოგაშვილზე?

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შესახებ წერს.

„ათი-ათასჯერ არაფერი მაინც არაფერია (წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე)

ეს უკვდავი ფრაზა ზედგამოჭრილია იოსებ (სოსო) გოგაშვილზე იგივე "დონ სოსოზე" [მისი უზომო თვითკმაყოფილებისა და ამპარტავნების პიკი იყო, როცა ასე მიმართავდნენ].

სოციალურად დაუცველის სტატუსიდან მულტიმილიონერამდე გავლილი გზისას გოგაშვილმა ვერც მანამდე და ვერც შემდგომ ვერ მოიპოვა ერთ-ერთი უდიდესი ფასეულობა - ღირსება. მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოპოვებული საიდუმლო ინფორმაციის რეალიზაციით დააგროვა დიდძალი ქონება.
საკითხავია, მხოლოდ "ნაცების" პროპაგანდასთან ვაჭრობდა თუ საქართველოს სახელმწიფოს სხვა მტრებთანაც?
ამას მაართლმსაჯულება აუცილებლად დაადგენს.

ის, რომ საქართველოს სპეცსამსახურების რიგებში აღმოჩნდა ასეთი გარეწარი და მოღალატე, უპრეცედენტო არაა, სხვა წამყვანი ქვეყნების მსგავსი სამწუხარო ანალოგიური \'ქეისების\' გათვალისწინებით.

ახლა კი, პატიმრობაში მყოფი გოგაშვილი გადაუფარავი მძიმე დანაშაულებების უაზრო მცდელობისა და ყურადღების მიქცევის მიზნით, თხზავს ტრაგიკომიკურ ზღაპრებს და ცილს სწამებს, ვითომ აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს და სხვა ყოფილ თანაგუნდელებს [მისთვის ოდესმე იყვნენ რომ თანამოაზრენი?]. ადამიანებს, რომლებმაც მას კარიერული აღმასვლის უნიკალური შანსი მისცეს, მაგრამ ვერცხლისმოყვარეობით გონებადაბინდულმა გოგაშვილმა ეს არ დააფასა.

მავანი იკითხავს - საწყის ეტაპზე რატომ დაწინაურდა სოსო გოგაშვილი თუკი ასეთი გარეწარი იყო? ამაზე არსებობს ცხოვრებისეული პასუხი - სწორედაც რომ საწყის ეტაპზე, გუნდში, სამეგობროში არავინ არასოდესაა დარწმუნებული თუ როგორ იმოქმედებს მომავალში ესა თუ ისე ადამიანი. ზოგი წინ წავა, ზოგი კი უფსკრულში გადაიჩეხება საკუთარი ვნებების მონობის გამო.

უსარგებლობის გამო, ადრე თუ გვიან, "ნაცების" მყრალი პროპაგანდისტები, კოლექტიური ნოდარ მელაძეები მომავალში დავიწყებას მიეცემიან. ხოლო სოსო გოგაშვილი, რომელიც სახელმწიფოს საიდუმლოებებით ვაჭრობდა და ამით გამდიდრდა, არა მხოლოდ კუთვნილი სასჯელის მოხდის შემდეგ, არამედ ძალიან დიდხანს დარჩება ისტორიაში როგორც ზნეობრივად უკიდურესად გახრწნილი სამარცხვინო არსება“, - წერს გია აბაშიძე.

ათი-ათასჯერ არაფერი მაინც არაფერია (წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე)

ეს უკვდავი ფრაზა ზედგამოჭრილია იოსებ (სოსო) გოგაშვილზე...Posted by Ghia Abashidze on Friday, 19 August 2022


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა