თეგებით ძიება

„ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს მეგობარი აღარ დარჩეს საერთაშორისო არენაზე და ქვეყანა პირისპირ დატოვონ რუსეთთან - სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს მეგობარი აღარ დარჩეს საერთაშორისო არენაზე და ქვეყანა პირისპირ დატოვონ რუსეთთან. ინფორმაციას ipn.ge ავრცელებს.

„აშშ-ს საელჩოს, ისევე როგორც ევროკავშირის საელჩოს განცხადებები აბსოლუტურად ადეკვატურია და ხელისუფლებას ინკლუზიურობისკენ მოუწოდებს, იმიტომ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ხედავენ იმ საფრთხეებს, რასაც „ქართული ოცნება“ უქმნის ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესს.

მესამე სექტორის არდაშვება, გამოგდება და არაინკლუზიურობა კიდევ ერთი დასტურია „ქართული ოცნების“ ობსტრუქციული ხასიათის და იმისა, რომ ისინი მოწადინებული არ არიან შესრულდეს რეკომენდაციები. ამიტომ, აბსოლუტურად ადეკვატურია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებები. სამწუხაროდ, მე არ მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაითვალისწინოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება. ისინი არ ითვალისწინებენ არც აშშ-ს და არც ევროკავშირის მოწოდებებს და მეტიც, ყველაფერს აკეთებენ ურთიერთობის დასაძაბად, გასაფუჭებლად და იმისათვის, რომ ჩვენ მეგობარი აღარ დაგვრჩეს საერთაშორისო არენაზე და პირისპირ დაგვტოვონ რუსეთთან ერთად. ეს არის „ქართული ოცნების“ ამოცანა“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა