თეგებით ძიება

ყველაზე დიდი არაკაცობა მისი უმადურობაა ვახო გომელაურის მიმართ - გია გაბრიჭიძე გოგაშვილზე

ექსპერტი, გია გაბრიჭიძესუს-ის ყოფილი მაღალჩინის, სოსო გოგაშვილის განცხადებას ეხმაურება.

"არ ვარ მაინცადამაინც გულჩვილი, მაგრამ ხანდახან მიფიქრია, რომ შემეცოდებოდა სოსო გოგაშვილი, რომ არა ერთი ყველაზე ცუდი ფაქტი - უმადური ღორის სინდრომი. შემეცოდებოდა მისი უბედურების გამო, მაგრამ არა. რასაც ეს კლოუნი კადრულობს, შეცოდების კი არა, ბოლომდე უმკაცრესად დასჯის ღირსია, კანონის ფარგლებში. ყველაზე დიდი არაკაცობა კი მაინც მისი უმადური ღორის სინდრომია ვახო გომელაურის მიმართ. კაცი ამხელა ნდობით სარგებლობდა და ეს თურმე რას ქვეშქვეშობდა... აყვიროს ახლა „თია“ თავისი გამოგონილი ისტორიებით...არა, აქ მთავრდება ყველაფერი“, - აცხადებს ექსპერტი.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა და „ქართულ ოცნებას“ მიმართა.

"შინაური ბინძური სამზარეულოს ყველა ხერხი და მეთოდი რომ ვიცი, დაგავიწყდათ?“ - წერს გოგაშვილი წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა