თეგებით ძიება

მაღალ ტემპერატურასთან ერთად, ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც გაზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს - სინოპტიკოსების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში შენარჩუნებულ იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 35, 40, სანაპირო რაიონებში 32, 37, აღმოსავლეთ საქართველოში 31, 36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს.

მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი - სინოპტიკოსები საზოგადოებას აფრთხილებენ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა