თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქესთან ერთად ცვლილებებისთვის იბრძოლებს - ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცვლილებებისთვის იბრძოლებს.

"პარტია „ნაციონალური მოძრაობის“, ისევე როგორც ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის, პატრიოტი საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლის, ქართული ღირებულებებისა და ფასეულობებისადმი ერთგული საქართველოს ყველა მოქალაქის ამოცანა არის, რომ ქვეყნის მმართველობაში იყოს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს ქვეყნის სუვერენიტეტზე. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქესთან ერთად იბრძოლებს ცვლილებებისთვის. ყველა, ვისაც გული რეალურად უძგერს პატრიოტიზმით, აზროვნებს სახელმწიფოებრივად, ვფიქრობ, გაერთიანდება და ამ გაერთიანების ნიშნები ჩვენ ზაფხულში ვიხილეთ.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმ პროცესზე, რომელიც წარიმართება პარლამენტში 12 კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირის სტრუქტურებთან“, - აცხადებს მელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა