თეგებით ძიება
22. 08. 2022 COVID - 19

"ამ ახალი შტამით დაინფიცირების ალბათობა მაღალია.... “თავს არიდებს” ანტისხეულებს" - გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის BA.4.6 შტამზე წერს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

"ჩვენ კი “დავამთავრეთ” კოვიდი, მაგრამ კოვიდი ჯერ არ აპირებს “დამთავრებას” და ეს არის ფაქტი!
მარტო ამერიკაში კოვიდი დღიურად 400 ადამიანს კლავს და ის მე-4 ადგილზეა სიკვდილიანობის მიზეზების ჩამონათვალში - გულის დაავადებების, კიბოების და ინსულტების შემდეგ…
BA.4.6 არის უკვე მე-7 "ომიკრონის" მუტაცია, რომელიც წამოვიდა აფრიკიდან. აფრიკა არის ყველაზე არავაქცინირებული კონტინენტი დედამიწაზე….
სამწუხაროდ, ეს ვარიანტი “თავს არიდებს” ანტისხეულებს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გადაიტანეთ კოვიდი და ანტისხეულების ძალიან მაღალი მაჩვენებელი გაქვთ თქვენ, მაგრამ მაინც დაცული არ ხართ. ამ ახალი შტამით დაინფიცირების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი. შესაბამისად BA.5 ვარიანტზე 10% უფრო მალე ვრცელდება BA.4.6 ვარიანტი.

სამედიცინო პირბადე მოიმარაგეთ!
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა