პირველი, თვალში მოსახვედრი ჩემთვის რაც იყო, ეს არის მისი ძალიან სერიოზული წონაში კლება - ხატია დეკანოიძე სააკაშვილზე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში“ მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
"პირველი, თვალში მოსახვედრი ჩემთვის რაც იყო, ეს არის მისი ძალიან სერიოზული წონაში კლება, იმიტომ, რომ ბოლოს, რამდენიმე კვირის წინ, როდესაც მასთან ვიყავი, ასეთი წონაში კლება არ იყო თვალში მოსახვედრი. ჩვენ ვისაუბრეთ ძირითადად უკრაინაზე, უკრაინის წარმატება, რაც ბოლო პერიოდში ძალიან თვალშისაცემია. ასევე, მას გადავეცი ის გზავნილი, რაც ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა გადმომცეს.
რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც, ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი, რომელიც არის ის არჩევანი, რაც რეალურად საქართველოს მოქალაქეების 90 %-ზე მეტის არჩევანია. ეს არჩევანი არსად არ წავა. ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ვიყავით კახეთში, მათ შორის, პანკისის რეგიონში, ახმეტაში და ძალიან ბევრი ადამიანის დანაბარებიც გადავეცი მიხეილ სააკაშვილს“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.