კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო ერთი კვირის კოვიდ სტატისტიკა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ბოლო ერთ კვირის ჩათვლით კოვიდ ინფიცირების, გამოჯანმრთელებისა და გარდაცვალების სტატისტიკას აქვეყნებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14-21 აგვისტოს პერიოდში კოვიდ 19-ის 12 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 12 329 ადამიანი, ხოლო ვირუსს 6 ადამიანი ემსხვერპლა.
7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 16.98%, ბოლო 14 დღის - 16.78%.
ცნობისთვის, 7-14 აგვისტოს კოვიდსტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში კოვიდის 12 338 ინფიცირება, 12 766 გამოჯანმრთელება და 6 გარდაცვალება იყო დაფიქსირებული.