თეგებით ძიება
23. 08. 2022 COVID - 19

"კოვიდი დღეში 10 ადამიანს კლავს, 20 000 - ინფიცირდება" - გიორგი ფხაკაძე საქართველოს ეპიდვითარებაზე საგანგაშო ინფომაციას ავრცელებს

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე წერს და საგანგაშო ციფრებს აქვეყნებს:

"მარტივად აგიხსნით კოვიდ სიტუაციას საქართველოში:
ოფიციალურად (დაახლოებით):
10,000 ტესტი ტარდება დღეში;
2,000 ადამიანი ინფიცირდება დღეში;
1 ადამიანი იღუპება დღეში.

რეალური სიტუაცია(დაახლოებით):
ღმერთმა იცის რამდენი ზუსტი კოვიდ ტესტი კეთდება დღეში. ქვეყანაში არ არსებობს ეროვნული დამოუკიდებელი სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის აკრედიტაციის სისტემა და ვინ რას და როგორ აქეთებს მხოლოდ ღმერთმა იცის;
20,000 ადამიანი ინფიცირდება დღეში;
10 ადამიანს დღეში კლავს კოვიდი.

გადახედეთ კარგად ციფრებს და თავად გაეცით პასუხი. კოვიდი საქართველოში აღარ არის? თუ კონტროლის ქვეშ არის? ბორჯომის ტყის ხანძარივით არის კოვიდის ხანძარი ქვეყანაში და ეს არის არაპროფესიონალიზმის, არაკომპეტენტურობის და უბრალოდ, კორუფციის ბრალი (ორივე სიტუაციაში)!
ახლა გამოვლენნ ვიღაც-ვიღაცები და იტყვიან, რომ ჩემი დაწერილი სტატუსი და მოყვანილი ციფრები “სუბიექტურია”, პასუხიც მაქვს ამაზე. ამ ბოლო 3 წლის მანძილზე ვინ ამბობს ტყუილს და ვინ აბოლებს მოსახლეობას და ვინ ამბობს სწორ ინფორმაციას კოვიდთან დაკავშირებით?! პასუხი თაქვენ კარგად იცით.
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა