ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის 6-ვე რეაქტორი ელექტროქსელიდან ისევ გათიშულია
უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი გათიშულია ქვეყნის ელექტროქსელიდან. ინფორმაციას ბირთვული ოპერატორი Energoatom-ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სადგურის ელექტრომოთხოვნილებები უზრუნველყოფილი იყო უკრაინის ენერგოსისტემიდან გარემონტებული ხაზით.
"2022 წლის 26 აგვისტოს დილის 9.00 საათისთვის ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი გათიშულია ელექტროენერგიის ქსელიდან. აღდგენილია ზაპოროჟიეს ელექტრომომარაგების ხაზი უკრაინის ენერგოსისტემაზე, მიმდინარეობს მუშაობა ქარხნის ორი ენერგობლოკის ქსელთან მიერთების მოსამზადებლად", - წერია განცხადებაში.
ხერსონის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ დაადანაშაულა რუსული ძალები ელექტროსადგურისთვის ორი ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვაში, რის შედეგადაც ხერსონის რეგიონი ხუთშაბათს, დროებით ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების გარეშე დარჩა.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, ჰერმან ჰალუშჩენკოს განცხადებით, რუსული ძალების მუდმივი ყოფნა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში და მის მახლობლად არის "შესაძლო ბირთვული კატასტროფის გამომწვევი".