თეგებით ძიება

რა ვითარებაა ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში? - უახლესი ინფორმაცია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად არიან ჩართულები.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს 135 რეინჯერი, ეროვნული სატყეო სააგენტოს 160 მეტყევე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 120 თანამშრომელი ამ დრომდე იმყოფება შემთხვევის ადგილზე და ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ტერიტორიას არ დატოვებენ.

ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ხანძრის კერები არ ვრცელდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა