თეგებით ძიება
30. 08. 2022 COVID - 19

შემოდგომიდან პირბადის კეთება სავალდებულო იქნება? - რას ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი?

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, საქართველოში არსებული ეპიდვითარების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო 2 კვირის მონაცემებით, 17%-იანი კოვიდდადებითობის მაჩვენებელია, რაც უპრეცედენტოდ მაღალია.

„თუ შევხედავთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებს, ჩვენი ტიპის დადებითობის მაჩვენებლის, ჩატარებული ტესტირების რაოდენობითა და სხვა მონაცემებით, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს. სასურველია ტესტირების მაჩვენებელი იყოს უფრო მეტი, რასაც აქვს პირდაპირი კლინიკური ღირებულებითი მნიშვნელობა. ქვეყანას პიკური გავრცელება გადავლილი აქვს, ჩვენ ახლა ვართ გავრცელების იმ მასშტაბზე, სადაც არის პლატო და შეიძლება შენარჩუნდეს სექტემბერ-ოქტომბრის პირველ ნახევრამდე. დრამატული მატება შემდგომი 4-6 კვირა არ გვექნება, მაგრამ გამოვლენა და ტესტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი შეფასებით, მზაობა კლინიკების მობილიზაციის კუთხით შემოდგომისთვის კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, ასევე სასურველია, შემოდგომის პერიოდში მოსახლეობას პირბადის ტარება მოუწოდონ.

„პირადად მე, წინა 2 კვირის განმავლობაში ვერ მოვახერხე ორი ადამიანის სტაციონარში განთავსება, რაც ასევე არის პრობლემა. ამ თვალსაზრისით, მზაობა კლინიკების მობილიზაციის კუთხით შემოდგომისთვის კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. სასურველია, შემოდგომის პერიოდში მოსახლეობას მოვუწოდოთ პირბადის ტარება, ვისაც ეს შეუძლია და ჯანმრთელობის პრობლემას არ უქმნის“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა