თეგებით ძიება
30. 08. 2022 მსოფლიო

რუსეთი გაზს იყენებს, როგორც ომის იარაღს - ა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრი

Reuters-ის ცნობით, რუსული კომპანია “გაზპრომი” დღეიდან საფრანგეთის ბუნებრივი აირის უმსხვილეს ოპერატორს Engie-ს, კონტრაქტის შესრულებასთან დაკავშირებული უთანხმოებების გამო, გაზის მიწოდებას შეუმცირებს.

სააგენტოს ცნობით, უკრაინაში რუსეთი ომის დაწყების დროიდან, “გაზპრომმა” უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა ფრანგული კომპანიისთვის გაზის მიწოდება, რომელიც მიმდინარე თვეში საათში 1.5 ტერავატია, მაშინ როცა 2021 წელს 121 ტერავატს აღწევდა.

„აშკარაა, რომ რუსეთი იყენებს გაზს, როგორც ომის იარაღს და ჩვენ უნდა მოვემზადოთ მიწოდების სრული შეწყვეტის ყველაზე უარესი სცენარისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის მინისტრმა ენერგეტიკის საკითხებში აგნეს პანიერ-რუნაჩერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა